ივერიონი / მინდია ჯანელიძე: საკადრო ცვლილებები განხორციელდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება!

მინდია ჯანელიძე: საკადრო ცვლილებები განხორციელდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება!

 როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა საკადრო ცვლილებები იმის შესაბამისად განხორციელდება, თუ უწყების რომელი სტრუქტურა საჭოროებს ეფექტურ ზრდას.  აღნიშნულზე თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"საკადრო ცვლილებების მოტივი და საფუძველი იქნება ეფექტურობა და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ეს არ იქნება ახალი და ძველი კადრების მიხედვით, ამის დიფერენცირებას არ ვახდენთ. სადაც იქნება ეფექტურობის გაზრდა საჭირო, იქ იქნება ცვლილება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 


12-02-2015, 13:26
უკან დაბრუნება