ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი: პრემიერის გარემოცვაში ნეპოტიზმიც გიპოვნიათ და კორუფციაც!

ალექსი პეტრიაშვილი: პრემიერის გარემოცვაში ნეპოტიზმიც გიპოვნიათ და კორუფციაც!

 ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

"იმის მაგივრად პასუხიამგებლობა გაიზიაროთ და გადადგეთ თქვენს წარუმატებელ მინისტრებთან ერთად, კიდევ სხვაგან იშვერთ ხელს? თქვენი მინისტრობის დროს დანიშნულ დაწინაურებულ კადრებზე პასუხისმგებლობა ლექსო ჭიკაიძემ აიღო! თუმცა თქვენ რატომ უნდა აიღოთ და პასუხიც თქვენ რატომ უნდა მოგეთხოვოთ? შერჩევითადაა ყველაფერი: როცა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ შეტევა დაგეგმეთ, მაშინ ხომ უცებ აიყვანეთ მძევლები ბატონო ბიძინა? პრემიერის გარემოცვაში ნეპოტიზმიც გიპოვნიათ და კორუფციაც, მაგრამ ჯერ მხოლოდ კინოებს გვპირდებით! საკუთარ საკადრო გადაწყცერილებებში ჩაიხედოს ყველამ ვიდრე სხვისკენ გაიშვერთ ხელს და უდანაშაულო ხალხი გამოუშვით ციხიდან",-აცხადებს პეტრიაშვილი

12-02-2015, 13:32
უკან დაბრუნება