ივერიონი / მამუკა არეშიძე: ამ საქმეს სასწრაფო მიხედვა სჭირდება

მამუკა არეშიძე: ამ საქმეს სასწრაფო მიხედვა სჭირდება

ძალოვან სტრუქტურებში თანამშრომლების საქმეების გადახედვა უნდა მოხდეს და იმ ადამიანებმა , ვინც დანაშაულში არიან შემჩნეული სამსახური უნდა დატოვონ, განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გააკეთა.

"მე-5 კოლონა ჯერ კიდევ არის ძალიან სერიოზული ყველა ძალოვან სტრუქტურაში და ამ საქმეს სასწრაფო მიხედვა სჭირდება, ყველას საქმეები უნდა გადაიხედოს, მე არ ვამბობ, რომ ის ადამიანები ვინც " ნაციონალური მოძრაობის" დროს მუშაობდა უნდა მოექცნენ რეპრესიების ქვეშ, მე ვამბობ, რომ ის ადამიანები ვისაც მიუძღვის დანაშაული, ვინც დასახელებულია, შემჩნეულია, ვის გამოც ადამიანები პოლიტპატიმრებად იქცნენ, ყველამ უნდა დატოვოს სამსახური."- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

12-02-2015, 15:44
უკან დაბრუნება