ივერიონი / დავით საგანელიძე: გართობის, ცირკის და სპექტაკლების დრო არ არის

დავით საგანელიძე: გართობის, ცირკის და სპექტაკლების დრო არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც 27 თებერვალს პარალმენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომის ჩატარებას ეხება.

"აინტერესებთ ერთი რამ, რომ რაც შეიძლება მეტი სპექტაკლი, სანახაობა მოაწყონ მთავრობაში თუ პარლამენტში. ამის მცდელობა გუშინ, თუ გუშინწინ ჰქონდათ მთავრობის სხდომაზე "ნაცმოძრაობის" გარკვეულ წარმომადგენლებს. იქ აქნევდნენ ფურცლებს შესასვლელში, რომ ვითომ დასწრება უნდოდათ. იმიტომ უნდათ პარლამენტში ასეთი სხდომის ჩატარება, რომ ისევ და ისევ დემაგოგიის გზას მიჰყვნენ და მიკროფონი მხოლოდ პიარისთვის გამოიყენონ. მიმაჩნია, რომ დღეს გართობის, ცირკის და სპექტაკლების დრო არ არის, საქმე გავაკეთოთ, სჯობს",-განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს.  პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ ამ სხდომას უნდა დაესწრონ  პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.

24-02-2015, 18:53
უკან დაბრუნება