ივერიონი / ლია ელიავა: მწვავე საბანკო კრიზისის დროსაც შესაძლებელია ინფლაციის შეჩერება

ლია ელიავა: მწვავე საბანკო კრიზისის დროსაც შესაძლებელია ინფლაციის შეჩერება

ინფლაცია გამოწვეულია იმით, რომ კომერციულ ბანკებს სჭირდებატ დამატებითი უცხოური ვალუტა და ეროვნული ბანკი მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ამის შესახებ ექსპერტი ლია ელიავა "ალიას" ესაუბრა.

"ახლაც კი, ამ მწვავე საბანკო კრიზისის დროსაც შესაძლებელია ინფლაციის შეჩერება. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებით. კონკრეტულად რა ხდება დღეს საბანკო სექტორში? ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია იმით, რომ კომერციულ ბანკებს სჭირდებათ დამატებითი უცხოური ვალუტა, მეტწილად ამერიკული დოლარი და ამას ითხოვენ ეროვნული ბანკისგან. წინა წლებში ეროვნული ბანკი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, გამოჰქონდა და ყიდულობდნენ კომერციული ბანკები. ეს ნორმალური მოვლენაა და ჩვენთან ამის საჭიროება წელიწადში ორჯერ მაინც დგება.

თუ მიაქციეთ ყურადღება, ქადაგიძემ განაცხადა, სავალუტო რეზერვებს ერთი წელი ვაგროვებდით და ამის ხარჯვას არ ვაპირებთო. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები არასდროს მომისმენია", - განაცხადა ლია ელიავამ.

25-02-2015, 12:14
უკან დაბრუნება