ივერიონი / დავით საგანელიძე:ამ სიტუაციაში ერთად-ერთი ფაქტორი ეროვნული ბანკის უნიათობაა

დავით საგანელიძე:ამ სიტუაციაში ერთად-ერთი ფაქტორი ეროვნული ბანკის უნიათობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში გიორგი  ქადაგიძე  წლიური ანგარიშეით წარსდგება კანონმდებლების წინაშე, სწორედ ეს ანგარიში გახდება გადაწყვეტილებების საფუძველი.

"შეიძლება, ისეთი გმირული ნაბიჯები გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომ პირიქით, მადლობა გადავუხადოთ; შეიძლება, ისე გაუხდეს საქმე, რომ მოსასვლელი პირიც არ ჰქონდეს. წლიური ანგარიშის მიხედვით, იმის მიხედვით, ესა თუ ის უწყება როგორ მუშაობდა და რა შედეგები იქნა მიღებული, გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით იქნება მიღებული.; ფაქტი ერთია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ერთ-ერთი ფაქტორი არსებობს ეროვნული ბანკის უნიათო საქმიანობა", - აცხადებს საგანელიძე.

უმრავლესობის წევრები ასევე ეხმაურებიან ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და აცხადებენ, რომ მის შეფასებებს ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ იზიარებენ. უმრავლესობას მიაჩნია, რომ დროულად არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები ლარის კურსის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად.

"ამას ყველაფერს სჭირდება მყისიერი ქმედებების გატარება, სამწუხაროდ, მყისიერი ქმედებების გატარება არ მოხდა. კარგია, რომ მთავრობასთან ერთად უფრო აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. არის ნიშნები იმისა, რომ სპეციალურად ხდება პანიკის თესვა - რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მთავრობის დაბარება პარლამენტში. ეს აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად დაზარალდეს ლარი", - განაცხადა  ტყემალაძემ.

27-02-2015, 11:33
უკან დაბრუნება