მთავარი გვერდი > "მეშინია, რომ პუტინი მომკლავს" - ნემცოვის ბოლო ინტერვიუ

"მეშინია, რომ პუტინი მომკლავს" - ნემცოვის ბოლო ინტერვიუ


28-02-2015 / 11:17

ცნობილ პოლიტიკოს, ბორის ნემცოვს ეშინია, რომ ვლადიმერ პუტინი მის მკვლელობას შეუკვეთავს, ამის შესახებ სტატია და ნემცოვის ინტერვიუ ცნობილმა რუსულმა გამოცემა "Собеседник"-მა 2015 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა. 

 

"დედაჩემი ძალიან ღელავს პუტინის წინააღმდეგ ჩემი ხმაურიანი გამოსვლების გამო და ეშინია, რომ უახლოეს მომავალში არ მომკლან," - აცხადებდა ბორის ნემცოვი.

 

"Собеседник"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თავად თუ არის შეშინებული, ნემცოვი პასუხობს: "იცით კი, ცოტათი... მაგრამ ამის მიუხედვად არ მეშინია, რომ მეშინოდეს არ ჩავუდგებოდი სათავეში ოპოზიციურ მოძრაობას".  

 

რუსული ოპოზიციის ლიდერი, ბორის ნემცოვი, დღეს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, მოკლეს. 

 


უკან დაბრუნება