ივერიონი / რატომ ჩაიშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

რატომ ჩაიშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

ქვორუმის არარსებობის გამო პარლამენტმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობის დაწყება ვერ მოახერხა.  

 

ოპოზიიციის მოთხოვნით დანიშნული სხდომის ჩასატარებლად რეგისტრაცია დეპუტატებმა სამჯერ გაიარეს, თუმცა ქვორუმის შეკრება ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა, რადგან იმრავლესობამ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

 

პირველი რეგისტრაციისას სხდომაზე უმრავლესობიდან მხოლოდ სამი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ლირთქიფანიძე და დიმიტრი ხუნდაძე იყვნენ მისულები. შემდეგი რეგისტრაციებისას კი ისინიც აღარ გამოჩენილან.

 

სხდომის საბოლოო ჩაშლის შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ უმცირესობას მოუწოდა, რომ, რადგან სესია ვერ ტარდებოდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში  უმცირესობის სხდომა გამართულიყო, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე იმსჯელებდნენ.  

 

ამ წუთებში სხდომათა დარბაზში უმცირესობის სხდომა მიმდინარეობს.           

28-02-2015, 17:24
უკან დაბრუნება