ივერიონი / თემურ ხაჩიშვილი: ეს იყო მომავლისთვის შექმნილი ნაღმი, რომელიც ქართულ ხელისუფლებაში ჩანერგეს

თემურ ხაჩიშვილი: ეს იყო მომავლისთვის შექმნილი ნაღმი, რომელიც ქართულ ხელისუფლებაში ჩანერგეს

ანტისახელმწიფოებრივ ძალებს ახალი იმპულსი მიეცემათ და ირაკლი ღარიბაშვილს ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა,  ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორი თემურ ხაჩიშვილი "ასავალ-დასავალს" ესაუბრა.

 

მისი თქმით, ქვეყანა წარსულისკენ მიემართება, რაც ძალიან შემაშფოთებელია.


"ძალიან შემაშფოთა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით აშშ-ის ელჩის განცხადებამ, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავლისკენ კი არა, წარსულისკენ მიემართება. ამ განცხადების ქვეტექსტში მე პირადად არა მხოლოდ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის - ამერიკელთა მიერ გამოტანილი სასტიკი განაჩენი ამოვიკითხე! თურმე, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, წარსულისკენ ვიცქირებით. თურმე, "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა აიკრძალოს, ხალხისთვის წაგლეჯილი ფული არ უნდა ჩამოერთვათ და ყოველნაირად ხელი უნდა შეეწყოთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში! პოლიტიკოსები იშვიათად კითხულობენ ასეთ განცხადებებში ქვეტექსტებს, მაგრამ ყველა საფუძველი მაქვს, დავასკვნა, რომ საქართველოს უმძიმესი პერიოდი ელოდება. საზოგადოებამ უნდა შეძლოს ძალების მოძიება და მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება. ასეთი განაჩენისა და საჯარო კითხვა-პასუხის მიღმა არსებობს გარკვეული შეკვეთები, რასაც მოქმედებები მოჰყვება. მარგველაშვილი შემთხვევით არ გამხდარა პრეზიდენტი, შემთხვევით არ ემლიქვნელებოდა ივანიშვილს. ეს იყო მომავლისთვის შექმნილი ნაღმი, რომელიც ქართულ ხელისუფლებაში ჩანერგეს, რათა მას დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ ჰქონოდა. სააკაშვილს ერთი ნაბიჯი გადაუდგამს აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე? სწორედ ამერიკელებმა დააფინანსეს 2008 წლის აგვისტოს ომი, ხოლო შემდეგ იძულებული გახდნენ, სააკაშვილი დროებით გამოეყვანათ თამაშიდან და ხელისუფლება შეეცვალათ, თუმცა, ამ ხელისუფლებაში ერთადერთი ქართველი, ვისთვისაც მიუღებელია ავანტიურები, ვინც ეკლესიის და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტისთვის გულწრფელად იღვწის, არის პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც შეძლო, რომ საქართველოსთვის აერიდებინა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა", - განაცხადა ხაჩიშვილმა.

5-03-2015, 12:07
უკან დაბრუნება