ივერიონი / გომელაურის გაფრთხილება „არაკეთილმოსურნეებს“

გომელაურის გაფრთხილება „არაკეთილმოსურნეებს“

 შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 21 მარტის აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება არეულობას არ ელოდება და არც უსურვებს არავის, რომ მსგავსი რამ დაგეგმოს.

"უსაფრთხოების ზომები, როგორც ყოველთვის, დაცული იქნება. "ნაციონალების" აქცია იქნება თუ სხვისი, რაღაც არეულობას არ ველოდებით, არც ვუსურვებ ვინმეს, რომ მსგავსი რამ დაგეგმოს, ამას არ დავუშვებთ. მიტინგები აქამდეც ჩატარებულა, მაგრამ არაფერი მომხდარა, არც ამ შემთხვევაში მოხდება. თუ იქნებიან წყნარად, შესაბამისად წყნარად ჩატარდება. პოლიცია კანონის ფარგლებში, შესაბამის ზომებს მიიღებს", - განაცხადა გომელაურმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი მიტინგისა და კონტრაქციის თაობაზე დასმული კითხვის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქციის მოწყობას აპირებს.

5-03-2015, 17:28
უკან დაბრუნება