მთავარი გვერდი > საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი", ირაკლი გედენიძესთან დაკავშირებით „მაესტროს“ ინიციატივას უერთდება

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი", ირაკლი გედენიძესთან დაკავშირებით „მაესტროს“ ინიციატივას უერთდება


5-03-2015 / 18:05

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი" უერთდება ირაკლი გედენიძესთან დაკავშირებით "მაესტროს" ინიციატივას და უარს ამბობს გააშუქოს იმ პოლიტიკური პარტიების აქტივობები, რომლებიც იყვნენ 4 მარტს, თბილისში, ვარდების მოედანზე გამართული აქციის "შემოულაწუნე" ორგანიზატორები, სადაც "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე ცემეს და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალეს. აღნიშნული პირობა ძალაში იქნება, ვიდრე აქციის ორგანიზატირები არ შეასრულებენ მედიასაშუალებების მიერ წაყენებულ ოთხ ძირითად მოთხოვნას.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს ირაკლი გედენიძეს აქციის ორმა მონაწილემ ცემა, სხეულის დაზიანებები მიაყენა, ფოტოაპარატი დაუმტვრია და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ ირაკლი გედენიძისთვის ძალადობით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი დააკავა.


უკან დაბრუნება