ივერიონი / გიორგი თევზაძე: "დაუშვებელია ეს პრობლემა პოლიტიკური ვაჭრობის და წინასაარჩევნო პიარის თემას წარმოადგენდეს“

გიორგი თევზაძე: "დაუშვებელია ეს პრობლემა პოლიტიკური ვაჭრობის და წინასაარჩევნო პიარის თემას წარმოადგენდეს“

უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერმა გიორგი თევზაძემ გაკეთა სპეციალური განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის აუცილებლობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული: 

"საგანგაშოა ის ვითარება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა ტერიტორიებზეა შექმნილი. რჩება განცდა, რომ ხელისუფლება ნაკლებად არის ჩართული ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების სოციალურ–ეკონომიკური და პრობლემების დარეგულირებით. ეს ხალხი, რომლებიც ამ ტერიტორიოებზე ცხოვრობენ გმირები არიან, რადგან მათი ოჯახები ცხოვრებას ახერხებენ არა მარტო სოციალურ–ეკონომიკური სირთულეების, არამედ უსაერთხოების გარანტიების გარეშე, რუსი ოკუპანტი ძალების მხრიდან მუდმივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება და საზოგადოება ამ მაცხოვრებლებს ვამხნევებდეთ და რეალურად ვეხმარებოდეთ, ბედის ანაბარა გვყავს მიტოვებული და ჩვენგან შველას ითხოვს. მივმართავთ ხელისუფლებას გაზრდილი პრემიები და დანამატები მიმართოს ამ მაცხოვრებლების სოციალური დახმარებისა და ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისათვის მიზნობრივი ფინანსური პროგრამების განსახორციელებლად. ასევე გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მაცხოვრებლების უსაფრთხოების ზომების გაზრდა, ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრისპირა ტერიტორიების სამართალდამცავი ორგანოების პატრულირების და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდის მეშვეობით. დაუშვებელია ეს თემა პოლიტიკური ვაჭრობის და წინასაარჩევნო პეარის თემას წარმოადგენდეს. უნდა დასრულდეს არაჯანსაღოი დამოკიდებულებები ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და რეალური ნაბიჯები გადაიდგას. ამ გადაუდებელი ღონისძიებების მიუღებლობით მივიღებთ დაცლილ სოფლებს და გაზრდილ საოკუპაციო ზოლს, რომელზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მიიღეს დროულ და სწორ გადაწყვეტილებებს ამ ოჯახების მხარდაჭერისა და ასევე დეოკუპაციის თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების მიმართულებით,ვგეგმავთ ამ პროცესზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას და შედეგებზე საზოგადოების ინფორმირებას",– თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

5-03-2015, 21:38
უკან დაბრუნება