ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას ადასტურებს

პაატა ზაქარეიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას ადასტურებს

2011  წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმების დოკუმენტში მოხსენიებულია ოკუპირებული ტერიტორიები, თუმც არა კონკრეტულად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, განცხადება ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

 

,, 2011 წელს მართლაც მოეწერა ხელი საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ საუბარია, იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ნახსენები არ არის საერთოდ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი. შესაბამისად ეს არის პირველი დოკუმენტი ხელმოწერილი რუსეთის მიერ საქართველოსთან რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ ნახსენები არა არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თავის დროზე საქართველოს დიპლომატიის გამარჯვება, სადაც რუსეთმა დაუშვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არაღიარების პოლიტიკა. მან პრაქტიკულად გამოტოვა თავის ტერმინოლოგიაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი", _განაცახდა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცახდა , რომ ,,საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ" შეთანხმება, რომელსაც რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ მოიცავს.

"შეთანხმება არც სოხუმისთვის და არც ცხინვალისთვის არ აჩენს რაიმე ვალდებულებებს ისევე, როგორც შვეიცარიის კერძო კომპანიის მოზიდვა ცალკეული საბაჟო საკითხების ადმინისტრირებისთვის და არ ვრცელდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე", - განაცხადა ლავროვმა.

12-03-2015, 14:08
უკან დაბრუნება