ივერიონი / რატომ არიგებს ღარიბაშვილი ბათუმის ქუჩებში სააკაშვილის ფოტოებს?

რატომ არიგებს ღარიბაშვილი ბათუმის ქუჩებში სააკაშვილის ფოტოებს?

ბათუმის ქუჩებში დღეს მიხეილ სააკაშილის ფოტოები გამოჩნდა წარწერით: "ჩვენ გვახსოვს 26 მაისი", "ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში"... 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობი წევრი, პეტრე ზამბახიძე  კი დარწმუნებულია ეს მაღალი ხარისხის პლაკატები გუშინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაარიგა, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრის დროს:" გუშინ ღარიბაშილთან თათბირზე გამგებლები და მერები იყვნენ დაბარებულები, ეს ფაქტი თავად არასერიოზულია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმართველობის არჩეულ თანამდებობის პირებს იბარებს თათბირზე, თუმცა ამ დაბარების შედეგი დღეს უკვე ცხადია ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებული საქმეები გაკეთდეს, როგორც ჩანს გამოატანეს მაღალი ხარისხით დაბეჭდილი პლალაკატები მუნციპალიტეტის წრამომადგენლებს... წარსულზე საუბრის დროს იკარგება აწმყო და მომავალი...მე მოვუწოდებ გაჩერებული საქმეების გაკეთებისკენ  და თავი დაანებო წარსულში ხელების ფოთიალს, ჩვენც ბევრი გვაქვს გასახსენებელი, როცა შევარდნაძის დროინდელი კადრები  დღესაც მაღალ კენთანამდებობაზე არიან..."-ამბობს "ბათუმელებთან" პეტრე ზამბახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 

პეტრე ზამბახიძე ირწმუნება, რომ გამგებლებმა და მერებმა დავალებაც მიიღეს, რომ 21 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხის წასვლას ხელი შეუშალონ. 

წყარო: „ბათუმელები“

12-03-2015, 14:54
უკან დაბრუნება