ივერიონი / შამათავას ოჯახს თანხა უბრუნდება

შამათავას ოჯახს თანხა უბრუნდება

მე-4 ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას ბინის ჩხრეკისას ამოღებული თანხა ოჯახს უკან დაუბრუნდება.


ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გვიან ღამით "მაესტროს"" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თანხის ამოღება იმ ეჭვის გამო მოხდა, რომლის მიხედვითაც შამათავას სახლში არსებული თანხა შეიძლებოდა დანაშაულებრივ საქმიანობასთან ყოფილიყო დაკავშირებული.


"როცა ჩხრეკა ჩატარდა, გვქონდა ეჭვი, რომ თანხა შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო შამათავას დანაშაულებრივ საქმიანობასთან. ის ამოვიღეთ და პირადად მე გადავამოწმე. აქედან გამომდინარე, ყველა წესის გაფორმებითა და დაცვით თანხა ხვალვე დაუბრუნდება ოჯახს"", – განაცხადა წულუკიანმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.

15-11-2012, 11:22
უკან დაბრუნება