ივერიონი / "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერებისა და ცნობილი სახეების ფეისბუქსტატუსები აქციის დაწყებამდე(+ფოტო)

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერებისა და ცნობილი სახეების ფეისბუქსტატუსები აქციის დაწყებამდე(+ფოტო)

გივი თარგამაძე:

აბა, თბილისო! ჩემო საყვარელო, მრავალნაცადო, ბრძენო თბილისო. დღეს ისევ მთელი საქართველო იკრიბება შენს გულში. მთელი საქარველო უკვე გზადაა შენსკენ. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სამაგალითო მასპინძლობა. მრავალს კიდევ უფრო მრავალნი დავხვდეთ, ხმა შევუერთოდ და თავკერძა ვიგინდარას შუშის სასახლე ერთი კარგად დავუზანზაროთ! 16 საათი ახლოვდება. უკვე დროა, ავმოძრავდეთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ, სახლში არავინ დაგვრჩეს, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვარდების მოედნიდან, რუსთაველით, თავისუფლების მოედანზე, ოჯახებისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის!

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი:

თავისუფლებას დიდება!

დიდება თავისუფლებას!

 

გოგა ხაჩიძე:

დღეს სტრატოსფეროში გაემგზავრება 19 მინისტრი და 1 პრემიერ-მინისტრი.

 

 

  მიხეილ სააკაშვილი:

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას.

ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!

 

 ნანუკა ჟორჟოლიანი

სწორი იყო ის არჩევანი, რომელიც ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა. სწორი და აუცილებელი.

არ დავიწყებ მიზეზების ჩამოთვლას. რამდენიმე მიზეზის გამო იყო სწორი და კარგი.

მე ვიტყვი რატომ არის აუცილებელი დღევანდელი აქცია.

 

1. ხელისუფლება დღეს დაინახავს, რამდენ ადამიანს არ უნდა წარსულში დაბრუნება.

2. ხელისუფლება დაინახავს რამდენ ადამიანს არ მოსწონს გაჩერებული ქვეყანა.

 

არ დავიწყებ წერას პრემიებზე, ნეპოტიზმზე, ქურდულ მენტალიტეტზე ზედა რგოლებში, არც იმის ახსნას დავიწყებ 2 წელიწადში რამდენი რამ გააფუჭეს

 

იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა გაჩერებული და ახლა უკვე უკან მიმავალი ქვეყანაა.

აი რატომ მივდივარ აქციაზე:)

 

თორემ ჩემი ქმარი ევროპაში მირჩევნია. ასე ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა და ასეც დარჩება რაც არ უნდა შეიცვალოს:) , 

- წერს ჟორჟოლიანი.

21-03-2015, 18:44
უკან დაბრუნება