ივერიონი / პრეზიდენტი პარლამენტს მის გამოსვლაზე მინისტრების მიყვანას სთხოვს

პრეზიდენტი პარლამენტს მის გამოსვლაზე მინისტრების მიყვანას სთხოვს

პრეზიდენტი პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების მიწვევის უზრუნველყოფას სთხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა და თქვა, რომ შესაბამისი თხოვნით ადმინისტრაცია წერილობითაც მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს.

"ჩვენ გვინდა ვთხოვოთ პარლამენტს, რომ უზრუნველყონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად. ეს განპირობებულია თავად მოხსენების მნიშვნელობით, ასევე ინსტიტუციური თანამშრომლობისა და ხელისუფლების ერთიანობის ფუძემდებლური პრინციპებით. შესაბამისად, ამ თხოვნით ჩვენ წერილობითაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტს," - განცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

23-03-2015, 19:14
უკან დაბრუნება