ივერიონი / რას პასუხობს მანანა კობახიძე პრეზიდენტს?

რას პასუხობს მანანა კობახიძე პრეზიდენტს?

პარლამენტი მთავრობას ვერ დაავალებს მოსვლას, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის ანგარიშზე არდასწრების თაობაზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მანანა კობახიძემ დღევანდელი ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

"მთვარობა იქნება ინფორმირებული, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ინფორმირებული. მთავრობის წევრებს აქვთ უფლება მობრძანდნენ და დაესწრონ, მაგრამ პარლამენტი მათ ვერ დაავალებს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლას. ასეთ ჩანაწერს რეგლამენტი არ ითვალისწინებს," - განაცხადა  მანანა კობახიძემ.

 

23-03-2015, 19:53
უკან დაბრუნება