ივერიონი / რატომ ეშინია მმართველ კოალიციას პრეზიდენტთან დებატების?

რატომ ეშინია მმართველ კოალიციას პრეზიდენტთან დებატების?

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარსდგება, თუმცა რა ფორმატში წრიმართება ქვეყნის პირველ პირსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა ეს ამ დრომდე უცნობია. 

 

მმართველი კოალიციის წარმომადგენლების უმარავლესობა ფიქრობს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები არ უნდა გაიმართოს. ქართული ოცნების წევრებს ამ გადაწყვეტილების სხვადასხვა მიზეზი აქვთ. 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი აღარ არის მთავრობის ხელმძღვანელი და დებატები მასთან სწორედ აქედან გამომდინარე არ უნდა გიმართოს. 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი ვერ იქნება მთავრობაზე პასუხისმგებელი და ამიტომ მასთან დებატი არ არის აუცილებელი, ოპოზიციას კი სურს, რომ პოლიტიკური განცხადებებისთვის პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენოს. 

 

ირაკლი სესიაშვილის პოზიციას იზიარებს დიმიტრი ხუნაძეც, რომელიც ფიქრობს, რომ შეხვედრა პრეზიდენტთან აურზაურში არ უნდა გადაიზარდოს. 

 

"პრეზიდენტის გამოსვლა აკადემიური და კლასიკური უნდა იყოს და აურზაურში არ უნდა გადაიზარდოს," - აცხადებს ხუნდაძე. 

 

კოლეგების შეხედულებებს იზიარებს ანი მიროტაძეც. თუმცა დეპუტატი არც დებატების წინააღმდეგია. 

23-03-2015, 20:07
უკან დაბრუნება