ივერიონი / ხათუნა ლაგაზიძე:" საზოგადოებას "ნაციონალების" რევანშის ეშიანია "ქართული ოცნებისთვის" მხარდაჭერის გამო"

ხათუნა ლაგაზიძე:" საზოგადოებას "ნაციონალების" რევანშის ეშიანია "ქართული ოცნებისთვის" მხარდაჭერის გამო"

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "ივერიონს" აქტუალურ თემებზე ესაუბრა, მათ შორის, ვინ დაითხოვს მთავრობას და  რაში უწყობს ხელს  "ქართული ოცნება"  "ნაციონალურ მოძრაობას". 

-ქალბატონო ხათუნა, თქვენი აზრით, ჩაფლავდა თუ არა 21 მარტის რიხიანად დაანონსებული აქცია?

-21 მარტის აქციის მიზანი  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშის შენარჩუნება იყო პოლიტიკურ ასპარეზსა და პარლამენტში,  აგრეთვე, შიდა და გარე მხარდამჭერთა თვალშიც, თუმცა პირიქით - ამ აქციამ დაგვანახა, რომ მათ მხარდამჭერთა რიცხვი მზარდი არ არის. 

- "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში პერმანენტული აქციების ჩატარებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნითა და პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით იმუქრება. რა მიზანს ისახავენ ამ ქმედებებით?

-შემდგომი აქციებიც  ამ მიზანზე იქნება ორიენტირებული, ხოლო მათ მიერ მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნა აბსურდია, ერთადერთი, ვისაც დღევანდელი მთავრობის დათხოვა  შეუძლია, საპარლამენტო უმრავლესობაა.

- "ნაციონალურ მოძრაობას" "სახის" შენარჩუნებაში ხელს შეუწყობს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება და რატომ?

-"ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" "სახის" შენარჩუნებაა, რადგან ხელისუფლებას ხელს აძლევს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ბევრი შეკითხვის დასმის მორალური უფლება არ აქვს.

 "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" სიამის ტყუპებივით იყვნენ და ასეც იქნებიან მომავალი არჩევნების წინაც. იცით, რატომ მისცემს საზოგადოება ხმას არჩევნებზე "ქართულ ოცნებას"? რადგან ნაციონალების რევანშის ეშიანიათ "ქართული ოცნებისთვის" მხარდაჭერის გამო. 

 

                                               ესაუბრა ია ჯღარკავა

 

23-03-2015, 20:47
უკან დაბრუნება