ივერიონი / „იმედის“ სპეციალური განცხადება-ტელეკომპანია საკუთარი ჟურნალისტების წინააღმდეგ

„იმედის“ სპეციალური განცხადება-ტელეკომპანია საკუთარი ჟურნალისტების წინააღმდეგ

ტელეკომპანია "იმედი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებ ემიჯნება. "

 

ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა.

 

ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.

 

ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია "რეაქციის" თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან.

 

რეალურად, "რეაქციაში" ხელისუფლების მხრიდან შეპირებული სტუმრებიდან ეთერში მოვიდა მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად წინასწარი მოლაპარაკებისა უარი განაცხადა 21 მარტის აქციის თემასთან დაკავშირებით გადაცემაში პოლემიკაზე.

24-03-2015, 11:20
უკან დაბრუნება