ივერიონი / ვინ დაუწვა სამგორის რაიონის გამგებელს მანქანა?

ვინ დაუწვა სამგორის რაიონის გამგებელს მანქანა?

სამგორის რაიონის გამგებელის პირად მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ტოიოტას მარკის ჯიპს ცეცხლი წაუკიდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ინციდენტი  აკურის 22 ნომერში მოხდა. ხანძრის ჩაქრობა მამუკა ჩოქურმა მეზობლების დახმარებით შეძლო.

მოქმედი გამგებელი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

 

 

25-03-2015, 09:29
უკან დაბრუნება