ივერიონი / რომან გოცირიძე: გაუგებარია, თუ რა მიზნით არ ასახა ფინანსთა სამინისტრომ 82 მილიონი ლარი, როგორც შემოსავლები

რომან გოცირიძე: გაუგებარია, თუ რა მიზნით არ ასახა ფინანსთა სამინისტრომ 82 მილიონი ლარი, როგორც შემოსავლები

ეკონომიკური განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა" და ფინანსთა სამინისტროს შორის დისკუსიას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ სამინისტროს არ აქვს მყარი პოზიცია ბიუჯეტის დეფიციტის ოდენობის განსაზღვრის მეთოდიკასთან დაკავშირებით.

"გაუგებარია, თუ რა მიზნით არ ასახა ფინანსთა სამინისტრომ 82 მილიონი ლარი, როგორც შემოსავლები და იგი გადატანილი იქნა გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე (სადაც, წლების მანძილზე მხოლოდ 5 მილიონი ლარის ოდენობის თანხები იყო ნაშთის სახით)", - წერს გოცირიძე "ფეისბუქში".

25-03-2015, 11:42
უკან დაბრუნება