ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ კარგად ვარ განწყობილი!

ნინო ბურჯანაძე: "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ კარგად ვარ განწყობილი!

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით მისი პარტიის სხვა ძალებთან გაერთიანებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სიმპათიები "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ გააჩნია,  ამის შესახებ ბურჯანაძემ გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

"პატრიოტთა ალიანსისა" და მისი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, მაგრამ არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ მოსახლეობა როდესაც შეადარებას თუ ვის შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და ამ მოთხოვნების შესრულება, ნათლად დაინახავს, რომ ამ უპირატესობას ნებისმიერ სხვა ძალასთან მიმართებაში "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ფლობს.


მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ძალა, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა შეგვიძლია.

რაც შეეხება რაიმე ტიპის ალიანსს და გაერთიანებას, ვიტყოდი, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დღეის  მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან მიმართებაში, რომ კენჭი დამოუკიდებლად ვიყაროთ. თუმცა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები..."- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

28-03-2015, 08:00
უკან დაბრუნება