ივერიონი / დავით უსუფაშვილი: ჩვენი ამოცანა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფაა

დავით უსუფაშვილი: ჩვენი ამოცანა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხად, რომ საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა  საქარტველოს მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფაა.


"ჩვენი ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება და ყველაფრის თავიდან დაწყება. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის სრულყოფის პროცესი ეს პრაქტიკულად უწყვეტი პროცესია ყველა სახელმწიფოსთვის. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც მოქმედი კონსტიტუცია არ არის განახლებული და შეცვლილი, განსაკუთრებით ეს ეხება ახალ დემოკრატიებს. თუ გადახედავთ ახალი სახელმწიფოების ისტორიას, ნახავთ, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ, დახვეწონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნდამენტი. საქართველოც არ არის გამონაკლისი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე.

მისივე განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ ამ პროცესმა არ გააჩინოს კონსტიტუციური არასტაბულურობის და იმის განცდა, რომ კონსტიტუციური ნორმები შეიძლება ისევე მარტივად შეიცვალოს, როგორც ეს სხვა საკანონმდებლო აქტთან მიმართებაშია შესაძლებელი.

"თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ქვეყანა კარგავს იმ სამართლებრივ პოლიტიკურ ფუნდამენტს, რაზეც დანარჩენი ინსტიტუტები უნდა აშენდეს და ცხადია, ინსტიტუტების მშენებლობის პროცესიც ასეთ შემთხვევაში არის ნაკლული", -განაცხადა უსუფაშვილმა.

28-03-2015, 12:40
უკან დაბრუნება