ივერიონი / რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

2015 წლის 28 მარტს რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქველმოქმედო ღონისძიება  ჩატარდა,  რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სპეციალიზაციის   მაღალკველიფიციურმა მედიკოსებმა   მსჯავრდადებულებს   ჩაუტარეს შესაბამისი კონსულტაციები და  ჯამრთელობის შემოწმება , საქველმოქმედო აქციის  ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, ქართული ოცნება -ჯამრთელი მომავალი ( თავმჯდომარე  ქეთი ბარათელი),  ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია ( თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ).  საქველმოქმედო ღონისძიება  მოინახულა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. როგორც  საქველმოქმედო ღონისძიების ერთერმა ორგანიზატორმა  უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ აღნიშნა,  ასეთი სახის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის რომლის ორგანიზატორები მომავალშიც  ასევე იქნებიან  ქართული ოცნება -ჯამრთელი მომავალი და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამასთანავე  ხაზგასმით უნდა აღნიშნოს,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისროს  პოზიტიური  განწყობა სამოქალაქო სექტორთან  ურთიერთ ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებით, და მათი მხრიდან გამოჩენილი  აქტიური მხარდაჭერა საქველმოქმედო ღონისძიების დაგეგმარების პროცესში.

28-03-2015, 21:20
უკან დაბრუნება