ივერიონი / რა შეუთვალა გია უდესიანმა ხარძიანს მკვლელობამდე?

რა შეუთვალა გია უდესიანმა ხარძიანს მკვლელობამდე?

"პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" უფლებადამცველმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომ ბესო ხარძიანს გლდანის ციხეში ყოფნის პერიოდში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ყოველი ცემის დროს კი ბადრაგი ეუბნებოდა, რომ ეს გია უდესიანის მოკითხვა იყო.

 

მოროშკინას განცხადებით, გია უდესიანმა ხარძიანს მკვლელობამდე შეუთვალა, რომ ახალ მთავრობასთან ყველაფერი გარკვეული ჰქონდა და ხარძიანი ფეხს ვერ დაადგამდა კუს ტბაზე.

 

31-03-2015, 13:33
უკან დაბრუნება