ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი საყდრისის შემთხვევას სასამართლოსადმი უპატივცემულობად მიიჩნევს

გიორგი მარგველაშვილი საყდრისის შემთხვევას სასამართლოსადმი უპატივცემულობად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საყდრისის შემთხვევა სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. 

ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.

"სასამართლოსადმი პატივისცემა არა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეთა ფუნქციაა, არამედ ეს ყველას გვევალება. ამის მაგალითად ვერ ჩაითვლება საყდრისის შემთხვევა და ის, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოხდა. სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

31-03-2015, 21:28
უკან დაბრუნება