ივერიონი / უკრაინის საელჩო „ქართულ მისიას“ მადლობას უხდის

უკრაინის საელჩო „ქართულ მისიას“ მადლობას უხდის

დღეს გაიმართა საქმიანი შეხვედრა  "საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ქართული მისიის" გამგეობის წევრებსა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში  ვასილ ციბენკო, უკრაინის კონსული ლიუბომირ კოროლი და "ქართული მისიის" გამგეობის წევრები არჩილ შველიძე და გიორგი ზარნაძე. მხარეთა შორის შეხვედრა განხორციელდა უკრაინის საელჩოს ინიციატივით.  საუბარი გაიმართა პროექტის "ქართული მისია"  "სახალხო ადვოკატი-ალტერნატიული მოძრაობის" შესახებ.

ქართული მისიის გამგეობის წევრებმა მასპინძლებს გააცნეს პროექტის არსი, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის უსასყიდლო იურიდიული მომსახურების გაწევა უკრაინის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოში.

ცნობისათვის პროექტი  2014 წლის დეკემბერში დაიწყო და უფასო სამართლებრივი დახმარება უკვე გაეწიათ უკრაინის რამდენიმე მოქალაქესა და კომპანიას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და სამომავლოდ განიხილავენ მსგავსი სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას.

დიპლომატებმა მადლობა გადაიხადეს გაწეული თანადგომისთვის და „ქართული მისიის“ გამგეობის წევრებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი სამადლობელი წერილი გადასცეს.

2-04-2015, 17:45
უკან დაბრუნება