ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი: ეს კაცი მოაშორეთ თავდაცვას!

ალექსი პეტრიაშვილი: ეს კაცი მოაშორეთ თავდაცვას!

ევრევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პარტია თავისუფალი დემოკრატების" ერთერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

"ეს კაცი მოაშორეთ თავდაცვას, თორემ ჯარისკაცები სცემენ! სირცხვილიაააა! რეებს ლაპარაკობს!!!!!!", - წერს პეტრიაშვილი .

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონია არ ჩატარებულა და "ეს დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება იყო, რაც ნაკლებად პომპეზური და ნაკლებად მასშტაბური ღონისძიებაა".

4-04-2015, 13:19
უკან დაბრუნება