ივერიონი / გია ვოლსკი:დამნაშავეები მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდნენ

გია ვოლსკი:დამნაშავეები მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც  ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს  ჩართულები იყვნენ კორუფციულ სქემებში, უკანონო განაჩენების გამოტანაში და სხვა დანაშაულებში, თავისთავად უნდა ჩამოშორდნენ მართვის ყველანაირ სადავეებს.აღნიშნული განცხადება გიორგი ვოლსკიმ "რეპორტიორთან" საუბრისას გააკეთა.


"ერთს გეტყვით, იმ დანაშაულებთან ერთად, რაც ჩადენილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, არის იმ ტიპის დანაშაული, რომელიც არ ექვემდებარება კოდექსს. ძალოვან და საგანმანათლებლო სისტემაში მასობრივად ხდებოდა  ადამიანების ჩაბმა უკანონო პოლიტიკურ აქტივობებში. უამრავი პროფესიონალი ადამიანი გაემიჯნა საზოგადოების ძირითად ნაწილს სწორედ იმ ქმედებების გამო, რასაც მისგან მოითხოვდა ხელისუფლება. ყოფილმა ხელისუფლებამ გარყვნა და ცუდ გზაზე დააყენა უამრავი პერსპექტიული ადამიანი. სახელმწიფოს ისეთ პატარა საზოგადოებასთან მიმართებაში, როგორიც ჩვენ ვართ, ევალება, დამნაშავე გამიჯნოს ადამიანებისაგან, რომლებიც უნებლიეთ ასრულებდენ სხვადასხვა  დავალებებს. ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ კორუფციულ სქემებში, დანაშაულებში, უკანონო განაჩენების გამოტანაში, ეს ადამიანები, თავისთავად უნდა ჩამოშორდნენ მართვის ყველანაირ სადავეებს", -განაცხადა ვოლსკიმ.

5-04-2015, 15:07
უკან დაბრუნება