ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი!

გიორგი მარგველაშვილი: დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა  მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

"შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.

პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას", - წერია პრეზიოდენტის სამძიმრის წერილში.

5-04-2015, 15:10
უკან დაბრუნება