ივერიონი / ლალი მოროშკინა: ჩემსა და უდესიანს შორის კომუნიკაცია შედგა და გარკვეულია ყველაფერი

ლალი მოროშკინა: ჩემსა და უდესიანს შორის კომუნიკაცია შედგა და გარკვეულია ყველაფერი

არასამთავრობო ორგანიზაციის „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფო“ ხელმძღვანელის ლალი მოროშკინას განცხადებით,  დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე.


-„როცა „იმედის კვირაში“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა განცხადება  იმის თაობაზე, რომ ჩვენ 2012 წელს შევხვდით ბესო ხარძიანს გლდანის ციხეში, სადაც ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მან ნამდვილად გვითხრა, რომ მას სასტიკად უსწორდებოდნენ, სცემდნენ და გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ. მან ისიც გვითხრა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უდესიანი - ეს მე და დიმიტრი ლორთქიფანიძემ დავაოქმეთ კიდეც, უდესიანის მიმართ უმძიმესი ბრალდებებია, ბესოს თანამესაკნეები იმასაც ამბობენ, რომ სწორედ უდესიანის დავალებით წააგებინეს 800 000, უდესიანის დაკვეთით სცემდნენ, მაგრამ მე ყოველთვის ვსვამდი კითხვას-ხომ არ ურევია მესამე ძალა, რომელიც ამ ყველაფერს იყენებს სათავისოდ?

 

ამ სიტუაციაში ყველაზე უპრიანი იქნება თავად უდესიანმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ის გამართლდება, გაამართლოს სასამართლომ. საქმე იმაშია, რომ ბევრი ნათქვამი აირ-დაირია, უდესიანი გარკვეულ ვაკუუმშია საფრანგეთში.

 

მე მივმართე პატრიარქს და ვთხოვე, ეს ორი ოჯახი შეარიგოს, რადგან დავა შეიძლება გადავიდეს შვილებში და ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება ეს ყველაფერი.

 

სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია უდესიანს არასწორად ჰქონდა მიღებული, მაგრამ კარგია, რომ ჩვენს შორის შედგა კომუნიკაცია და გარკვეულია ყველაფერი. მე ვთვლი, რომ მედია-სივრციდან ეს პროცესი უნდა გადავიდეს სასამართლო სივრცეში და უკვე დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება უდესიანთან მიმართებაში“-განაცხადა მოროშკინამ „ივერიონის“ პრესკლუბში.

8-04-2015, 17:27
უკან დაბრუნება