ივერიონი / ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს საარქივო მასალა გადასცა

ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს საარქივო მასალა გადასცა

ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების 31-ე რაუნდზე, ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს მნიშნველოვანი საარქივო მასალი გადასცა. ამის შესახებ, განცხადება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

"გადმოცემულ დისკზე ჩაწერილია აფხაზეთში გადაღებული ძველი ვიდეომასალა, რომელშიც აღბეჭდილია ჩვენი იმდროინდელი ლიდერი ნესტორ ლაკობა. ამას გარდა, დისკზე არის ინფორმაცია კავკასიის ომზე და სხვა კონფლიქტებზე", - განაცხადა ჩირიკბამ.

ე.წ. მინისტრის თქმით, აღნიშნულ მასალას ის ტელევიზიას, სახელმწიფო არქივსა და აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტს გადასცემს.

"ეს დისკუსიების მნიშვნელოვანი შედეგია. არაპოლიტიზირებულ მოლაპარაკებებში შესაძლებელია რეალური, სასარგებლო ნაბიჯების გადაგმა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ", - განაცახადა ჩირიკბამ.

10-04-2015, 08:45
უკან დაბრუნება