ივერიონი / „თავისუფალი დემოკრატები“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

„თავისუფალი დემოკრატები“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

თავისუფალი დემოკრატები კვლავ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ და მის აუცილებლობაზე საუბრობენ.

კომისიამ საფრანგეთში მიღწეული შეთანხმების და დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმის დეტალები უნდა შეისწავლოს.

როგორც ალასანიას გუნდში განმარტავენ, საფრანგეთში დაწყებული მოლაპარაკება საქართველოს საჰაერო თავდაცვითი სისტემის ყველაზე თანამედროვე ირაღის შესყიდვას გულისხმობდა, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს მთლიანად დაიცავდა მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობაში.

საპარლამენტო კომისიის შექმნის საფუძველს მმართველ კოალიციაში ვერ ხედავენ.

13-04-2015, 22:33
უკან დაბრუნება