მთავარი გვერდი > რომელი თემის ასაწევად ემზადება ირინა სარიშვილი?

რომელი თემის ასაწევად ემზადება ირინა სარიშვილი?


14-04-2015 / 13:12

რომელი თემის ასაწევად ემზადება ირინა სარიშვილი?

ირინა სარიშვილი საყდრისის თემასთან დაკავშირებით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს არის თემა, რომელმაც პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს. სარიშვილი საყდრისს ოპოზიციური პარტიების ტესტს უწოდებს. ის ამბობს, რომ "ამ თემის ასაწევად სერიოზულად ემზადება":

 

ამას წინათ ერთს ვუხსნიდი, რას ნიშნავს საყდრისი ჩვენთვის და რა მასშტაბის დანაშაულია ჩადენილი ამ ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი აფეთქებით. 

სულ ნწ ნწ ნწ იძახა და თავი აქნია... 

მერე დავამატე, რომ ივანიშვილისთვის საყდრისი ნახევარ მილიარდად ფასობს და ჩვენთვის ჩვენს წარსულად, აწმყოდ და მომავლადთქო, ხოდა აი აქ კი შეწყვიტა თავის ქნევა, პირიც გაუშრა, ყბა ჩამოუვარდა და გამსუნაგებული თვალებით უცებ გადათვალა ნახევარი მილიარდი.

რას უშვება ფული ადამიანს, გაგიჟდები რა.

P.s. ეს ეპიზოდი და სიცილი იქით იყოს და მე და ჩემი მეგობრები, ყველა ერთად, სერიოზულად ვემზადებით ამ თემის ასაწევად და სახეში სარტყმელად ამ ხელისუფლებისთვის და მათი დაბოლილი მხარდამჭერებისთვის! თავისი ციფრებით, დოკუმენტაციით, ყველაფრით!

ეს ერთგვარი ტესტი იქნება ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რომელთა უმრავლესობა ამ თემაზე დუმს! ვეღარ გაჩუმდებით და ვინც გაჩუმდება, თავისი ხელით მიიკერებს ამ მთავრობაზე მიყიდულის იარლიყს! 

ეს არის თემა, რომელმაც მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა!- წერს სარიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


უკან დაბრუნება