ივერიონი / მარტინ ლიდეგორდი: ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს

მარტინ ლიდეგორდი: ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა, რომ  ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს. ასე გამოეხმაურა ლიდერგორდი  ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამის შესახებ განცხადება მარტინ ლიდეგორდმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, შვედეთის და საქართველოს საგარეო მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კითხვაზე, თუ რა შეუძლია ევროკავშირს გააკეთოს, რომ არ მოხდეს ამ ტერიტორიების ანექსია, ლიდეგორდმა განაცხადა, რომ ამ მსგავსი პრობლემების წინაშე დგას მოლდოვა, უკრაინა და ეს არ არის მისაღები.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს. ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს, სანქციებს გავზრდით. თუ გამოსწორდება სიტუაცია, შევასუსტებთ. ვეცდებით დავანახოთ რუსეთს, რაგორ მოიგებს ქვეყანა თუკი ის შევა გაცილებით კონსტრუქციულ თანამშრომლობაში ევროკავშირთან", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არ არის რაიმე სამხედრო გაერთიანება.

"ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან ძლიერი პარტნიორი რუსეთთან, მაგრამ არა იმ ფონზე როდესაც მას უკანონო ოკუპაციები აქვს განხორციელებული მთელ რიგ ქვეყნების მიმართ. მე ვფიქრობ, დრო არ მუშაობს რუსეთის ეკონომიკის სასარგებლოდ, პირიქით, მას ყოველი დღე აზიანებს", - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.

14-04-2015, 14:01
უკან დაბრუნება