ივერიონი / რიჩარდ ნორლანდი: ყველა ქვეყანა დგას იმ პრობლემის წინაშე!

რიჩარდ ნორლანდი: ყველა ქვეყანა დგას იმ პრობლემის წინაშე!

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი იქნას დაბრკოლებული. საქართველო ამ მხრივ ნამდვილად არ არის უნიკალური შემთხვევა.

"ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპა და ამერიკაც დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან. სოციალური, ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროები - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი იქნას დაბრკოლებული. საქართველო ამ მხრივ ნამდვილად არ არის უნიკალური შემთხვევა. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოგვიყალიბდა საქართველოს მთავრობასთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნორლანდმა.

15-04-2015, 12:49
უკან დაბრუნება