ივერიონი / მარგველაშვილი, ღარიბაშვილი, კალაძე, ივანიშვილი-„ამუნიების“ ტელევიზიის „სახიფათო“ მიპატიჟება „ოცნებას“

მარგველაშვილი, ღარიბაშვილი, კალაძე, ივანიშვილი-„ამუნიების“ ტელევიზიის „სახიფათო“ მიპატიჟება „ოცნებას“

ირაკლი ალასანიასთან ჩაწერილი გადაცემის შემდეგ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე მორიგ "პოსტს" აქვეყნებს და წერს, რომ გადაცემაში მონაწიელობის მისაღებად ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემეირს, ენერგეტიკის მინისტრს და ბიძინა ივანიშვილს იწვევს:

 

"ნანუკას შოუს უამრავი ადამიანისთვის უმასპინძლია. მათ შორის იყვნენ კოალიციის წარმომადგენლები და არამხოლოდ:) ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ შეგახსენებთ:) თინა ხიდაშელი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგური, ირინა იმერლიშვილი, ელისო ჩაფიძე, სალომე ზურაბიშვილი, კახის ულამაზესი ანუკი, ბერას პირველი გამოჩენა. თუ ვინმე გამომრჩა გულწრფელ ბოდიშს ვუხდი. და მადლობა ყველა ამ ადამიანს სტუმრობისთვის! შეთავაზება მიღებული აქვს: გიორგი მარგველაშვილს, კახი კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს:) პოლიტიკოსი, მაშინ არის ჭკვიანი როცა ადამიანებს იმისიანებად და ამისიანებად არ ჰყოფს. როცა ყველა ტრიბუნას იყენებს ხალხთან სალაპარაკოდ , არ აწუხებს კომპლექსები და ღიაა ყველასთვის. ამიტომ ჩვენი შემოთავაზება ღია რჩება მეგობრებო! იმედია ნახეთ, რომ ღირსეული მასპინძლობა შეგვიძლია და რუსთავი 2 სულაც არ არის ამუნიების ტელევიზია:) წარმატებები ყველას. მადლობა ჩემ მაყურებელს! თქვენ თუ არ მეყოლებით რათ მინდა რესპონდენტები:)" წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე".

 

16-04-2015, 17:29
უკან დაბრუნება