ივერიონი / კახა კალაძე:ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადეიშვილის მიმართ კითხვები არ არსებობს

კახა კალაძე:ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადეიშვილის მიმართ კითხვები არ არსებობს

ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღების მიუხედავად, ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოძიებას კითხვები მაინც აქვს.

"მე არ ვარ, შეიძლება, ისეთი კომპეტენტური ამ კონკრეტულ საკითხთან, ალბათ, შესაბამის სამსახურებსა თუ შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაუსვათ ეს კითხვა, ჯობია, თუმცა, ადეიშვილის მიმართ ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს ან შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია პროკურატურას", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ინტერპოლის სამდივნომ დაადგინა შემდეგი - ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2013 წლის 8 თებერვალს; აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სტატუსის მიმნიჭებელი სახელმწიფოს მიერ; ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ იყო განპირობებული მის მიერ წარმოშობის სახელმწიფოსთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოსთან) მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

"შესაბამისად, ახალი რეგულაციების მხედველობაში მიღებით ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ გააუქმა წითელი ცირკულარით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა".

17-04-2015, 12:55
უკან დაბრუნება