ივერიონი / პოლიტიკური სარკაზმი თუ მწარე სიმართლე- რას სთავაზობს ადეიშვილის ადვოკატი პროკურატურას?

პოლიტიკური სარკაზმი თუ მწარე სიმართლე- რას სთავაზობს ადეიშვილის ადვოკატი პროკურატურას?

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი, მთავარი პროკურორის მოადგილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელის მიხედვითაც ქართული მხარე ეცდება გაიგოს თუ რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ადეიშვილს დევნილის სტატუსი და შემდეგ სტატუსის მინიჭების პროცედურა გაასაჩივროს. ოთარ კახიძე ირაკლი შოთაძეს წინადადებით მიმართავს. ადვოკატი აცხადებს, რომ მინიჭებული თავშესაფრის გასაჩივრების არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

 

"შეთავაზება მთავარი პროკურორის მოადგილეს:მითხარით, რა სამართლებრივი მექანიზმით აპირებთ მინიჭებული თავშესაფრის გასაჩივრებას და მე დაგისახელებთ ქვეყანას, რომელმაც ზურაბ ადეიშვილს მისცა აღნიშნული სტატუსი.თუ ვერ მეტყვით, მაშინ აღიარეთ თქვენი დე-ფაქტო უფროსის, ბატონიბიძინას წინაშე, რომ გასაჩივრების ამგვარი მექანიზმი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს და თანამდებობის შესანარჩუნებლად იტყუებით,"-წერს ოთარ კახიძე.

 

18-04-2015, 19:39
უკან დაბრუნება