მთავარი გვერდი > მინდია ჯანელიძე:უკრაინაში ქართველი მებრძოლის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

მინდია ჯანელიძე:უკრაინაში ქართველი მებრძოლის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს


20-04-2015 / 12:41

მინდია ჯანელიძე:უკრაინაში ქართველი მებრძოლის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში დაღუპული  საქართველოს მოქალაქის გიორგი ჯანელიძის გარდაცვალების გამო.

 

 თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი მებრძოლის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

"პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა უკრაინაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. დამატებით გეტყვით, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს გადმოსვენების ხარჯებს. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველანაირად შევუმსუბუქოთ ოჯახს ის დიდი ტკივილი და ტრაგედია, რაც მას თავს დაატყდა", - განაცხადა ჯანელიძემ.


უკან დაბრუნება