ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტი "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" რეგიონების გაძლიერებას შეუწყობს ხელს

ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტი "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" რეგიონების გაძლიერებას შეუწყობს ხელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ წამოწყებული ახალი პროექტის "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაცია ამჯერად მცხეთა-მთიანეთში გამართა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი რეგიონების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


"დღეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ვისაუბროთ ჩვენი რეგიონების გაძლიერებაზე. ეს ფორმატი არის საკმაოდ წარმატებული – მე-7 შეხვედრას ვმართავთ. თქვენ გაქვთ საშუალება, რომ მთავრობის წევრებს, პირადად მე დამისვათ შეკითხვები, ჩვენგან მოისმინოთ ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და იმ პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით გავააქტიუროთ რეგიონში პროცესები, იქ იყო მეტი აქტიურობა და ადგილობრივი ხელისუფლების, მოსახლეობის მეტი ჩართულობა. ჩვენ, ხელისუფლება მზად ვართ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ ბიზნესის კეთების პროცესში და მაქსიმალურად გაგიადვილოთ ის პროცედურები, რომელიც შესაძლოა იყოს შემაფერხებელი. ვგულისხმობ ბარიერებს, რომელიც წარმოიქმნება გაუგებარი ბიუროკრატიის შემთხვევაში. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ემსახურება შემდეგ მიზანს – დაიწყოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება", - მიმართა პრემიერმა გუდაურში შეხვედრაზე ადგილობრივ ბიზნესმენებს.

22-04-2015, 14:55
უკან დაბრუნება