ივერიონი / მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიპატიჟებას?

მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიპატიჟებას?

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლოს-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. აბაშიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მისი თქმით, პრეზიდენტი მზად არის, უმასპინძლოს ბიძინა ივანიშვილს და 20/30 ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალირებლად, ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს.

 "მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი მზად არის, უმასპინძლოს ბიძინა ივანიშვილს და 20/30 ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალირებლად, ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს. ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია, დაათვალიერონ ავლაბრის რეზიდენციაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ ცხოვრობს",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

22-04-2015, 16:36
უკან დაბრუნება