ივერიონი / ეკა ბესელიას პასუხი ნანა კაკაბაძეს

ეკა ბესელიას პასუხი ნანა კაკაბაძეს

ნანა კაკაბაძის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ს საელჩი პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა, არ დაადასტურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ეკა ბესელია ამბობს, რომ სია კონსესუნსის საფუძველზე შედგა, რაც შეეხება ე.წ. კოჭოიას საქმეს, რომელიც აშშ-ს საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას ეხება, ბესელია ამბობს, რომ კომიტეტში იყო განსხვავებული მოსაზრებები:
"აშშ-ს საელჩო არ ჩარეულა ამ პროცესში. სია შედგა კონსესუნსის საფუძველზე, სადაც ყველას ჰქონდა ერთნაირი პოზიცია. ე.წ. კოჭოიას საქმესთან დაკავშირებით, კომიტეტმა იმსჯელა, მაგრამ იყო განსხვავებული მოსაზრება, ჩვენ გადავუგზავნეთ პროკურატურას იმისთვის, რომ ის დარღვევები რაც ამ საქმეში იყო, ის დარღვევები შეესწავლათ" განმარტა ეკა ბესელიამ

23-04-2015, 16:39
უკან დაბრუნება