ივერიონი / ღაჭავა-კოდუების და „ქართუ ბანკის“ ერთობლივი თაღლითური სქემა

ღაჭავა-კოდუების და „ქართუ ბანკის“ ერთობლივი თაღლითური სქემა

ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე მთავარ პროკურორს მიმართავს: 

მივმართავ მთავარ პროკურორს ბატონ გიორგი ბადაშვილს,

დაუყოვნებლივ მიიღოთ სათანადო ზომები, რომ დავით კოდუას და ლაურა ღაჭავას მორიგი მსხვერპლი არ გახდეს შპს „საქართველოს“ 5.89% წილის მფლობელი. დედა შვილი დავით კოდუას და ლაურა ღაჭავას უკანონო ქმედების შედეგად დაიტვირთა შპს საქართველოს მთელი უძრავი ქონება ამავე შპს-ს მოწილის თამარ დევდარიანის თანხმობის გარეშე.

დედა-შვილის მიერ სს ,,ბანკი ქართუსგან" აღებული ფულადი ვალდებულებიდან ერთი თეთრიც არ მოხმარებია შპს „საქართველოს“. ამ ფაქტზე ფინანსურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება.

სასამართლოში შეტანილი გვაქვს სამოქალაქო დავის გამო სარჩელი მაგრამ არც გამოძიებამ და არც სასამართლომ ყადაღა არ დაადო შპს „საქართველოს“ მთელ უძრავ ქონებას თამარ დევდარიანის ინტერესების გათვალისწინებით. 

ამავე შპს ,,საქართველოს" მოწილეს გურამ ახრახაძეს შეტანილი აქვს სამოქალაქო სარჩელი ამავე მოთხოვნობით ვინაიდან მისთვის ცნობილი გახდა რომ, ნოტარიეს ციური ბერრიძის მიერ უკვე გაცემული იყო აღსრულების ფურცელი 2005 წლის 24 მარტს სს „ბანკი ქართუს" სასარგებლოდ, ამ მოტივით სარჩელის უზრუნველსაყოფად მოსამართლე ჭუნიაშვილმა გამოიტანა განჩინება სს ,,ბანკი ქართუ"-სთვის შპს ,,საქართველოს" ქონების განკარგვის აკრძალვის თაობაზე.

 

ე.ი გამოდის, რომ გამოძიება და პროკურატურა დამოკიდებულია თამარ დევდარიანის ინტერესების დასაცავად მოქალაქე გურამ ახრახაძის სარჩელიდან გამომდინარე სს ,,ქართუ ბანკი"-სთვის მოსამართლე ჭუნიაშვილის განჩინებით შპს ,,საქართველო"-ს უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვის თაობაზე. ანუ თუ კი გურამ ახრახაძე საერთოდ უარს იტყვის სარჩელზე რაიმე მოლაპარაკების გამო ან სს ,,ბანკი ქართუ"-სთან ან კოდუა_ღაჭავასთან თამარ დევდარიანის ინტერესები კონკრეტულად იქნება იგნორირებული რადგან სს ,,ქართუ ბანკი"-ის კანონის უკანონო მანიპულაციებით კოდუა_ღაჭავას მეშვეობით მიითვისებს თამარ დევდარიანი 5.89%-ის შესაბამის უძრავ ქონებას, ხოლო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თამარ დევდარიანს მოუწევს კოდუა-ღაჭავას ძებნა მთელ მსოფლიოში.

 

დაუყონებლივ უნდა დაედოს ყადაღა შპს ,,საქართველო"-ს მთელ უძრავ ქონებას წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გასხვისდება და თამარ დევდარიანის ქონებრივი ინტერესები შეილახება რომლის აღდგენაც შეუძლებელი გახდება. აქედან გამომდინარე გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამნაშავე პირები.

 

24-04-2015, 20:24
უკან დაბრუნება