ივერიონი / დავით სერგეენკო: ორმა ფარამაკოლოგიურმა კომპანიამ რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დაწია

დავით სერგეენკო: ორმა ფარამაკოლოგიურმა კომპანიამ რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დაწია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო ე.წ. სოციალური წამლის პროქტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებში სულ მცირე, 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება.

"ორმა ფარამაკოლოგიურმა კომპანიამ ძალიან კარგი სოციალური სოლიდარობის პროექტი გააკეთა, როცა რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დაწია", - განაცხადა სერგეენკომ.

25-04-2015, 12:07
უკან დაბრუნება