ივერიონი / ქუთაისის მერის მანქანასთან მრავალშვილიანმა მამაკაცმა მჯდომარე აქცია დაიწყო

ქუთაისის მერის მანქანასთან მრავალშვილიანმა მამაკაცმა მჯდომარე აქცია დაიწყო

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მანქანასთან მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა, დავით გვეტაძემ მჯდომარე აქცია დაიწყო

მამაკაცის განცხადებით, ქუთაისის მერი მას თვეებია, დახმარებას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ. 

დავით გვეტაძის თქმით, გასულ კვირას ქუთაისის მერს თვითმმართველობის შენობასთან დახვდა და დაპირებული დახმარება შეახსენა, შოთა მურღულიამ კი უთხრა, რომ ორშაბათს საკუთარ კაბინეტში შეხვდებოდა. 

"შესვლა მინდოდა მასთან, თუმცა დაცვამ შენობაში არ შემიშვა. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მამა ვარ. არავინ არ მეხმარება და მინდოდა მეთქვა, რომ ელემენტარულად დამხმარებოდნენ. ვიდრე მერიის წარმომადგენელი არ ჩამოვა და შოთა მურღულიას არ შეატყობინებს, რომ შემხვდეს, მანამდე მის მანქანასთან ვიქნები და მანქანის დაძვრის საშუალებას არ მივცემ", - აცხადებს დავით გვეტაძე. 

სოციალურად დაუცველ მამაკაცს ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერჯერობით არავინ შეხვედრია.

წყარო:tzona.org

28-04-2015, 10:09
უკან დაბრუნება