ივერიონი / ჰებელსის „ორგინალური გეგმა“

ჰებელსის „ორგინალური გეგმა“

ახლოვდება 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე და მეორე მსოფლიო ომის თემა ყოველდღიურად აქტუალური ხდება. მითუმეტეს, ახლა,როცა მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება დაიწყო და არადიპლომატიური რუსეთი სომხების გენოციდზე ღიად ალაპარაკდა... ეს კი კარგს არაფერს უქადის მსოფლიოს - რუსეთი თურქეთს დაუპირისპირდა!

გავიხსენოთ, 1915 წელს თურქეთში, სომხების გარდა, 5 მილიონზე მეტი თურქი, ქურთი და სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დაიღუპა.
-----------------------------------------------


,,ფაშიზმის მთავარმა იდოლოგმა დოქტორმა იოზეფ ჰებელსმა, 1938 წელს ჰიტლერს მაგიდაზე ორგინალური გეგმა დაუდი, თავისი სამეცნიერო და ეკონომიკური კვლევებითა და გათვლებით:


„- ჩემო ფიურერო, მოგეხსენებათ სლავიანები ზომაზე მეტად ეტანებიან ალკოჰოლსა და თუთუნს. ალკოჰოლი და ნიკოტინი კი ანადგურებს ადამიანს როგორც ზნეობრივად, ასევე ფიზიკურად. შევიტანოთ რუსეთში მაგარი ალკოჰოლი და თამბაქო და პირობას გაძლევთ მაქსიმუმ 5 წელიწადში უბრძოლველად და ომის გარეშე დავიპყრობთ არა მარტო რუსებს,ყველა სლავური წარმოშობის სახელმწიფოებს“.

ჰიტლერმა გეგმა მოიწონა, მაგრამ „ზომაზე მეტად ფანტასტიური“ უწოდა და „თაროზე“ შემოდო. გარდა ამისა ფიურერი ჩქარობდა და გერმანიის მრეწველობა სამხედრო ლიანდაგებზე გადაიყვანა.

არადა, ჰებელსი მართალი იყო!

P.S. გებელსი პირველი იდეოლოგი - პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მედიის როლი იმდენად გაზარდა, რომ მასებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უმთავრეს იარაღად აქცია. გებელსის ფაშისტურმა პრესამ და რადიომ უდიდესი როლი ითამაშა გერმანელი ერის სოლიდური ნაწილის ზომბირებასა და გამოთაყვანებაში, რასაც დღეს „რუსთავი-2“ აკეთებს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, აკეთებს უნიჭოდ, არაპროფესიონალურად.

დიახ, დიახ, „ნაცმოძს“ ჰებელსი აკლია, თორემ არა მარტო ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ, არამედ ნახევარ დუნიაზეც განაცხადებდნენ პრეტენზიას. რუსეთს ხომ მაინც „მოაყომარებდნენ“!

                                     თამაზ ჭეიშვილი

28-04-2015, 10:34
უკან დაბრუნება