ივერიონი / ლევან ყიფიანს არჩილ თალაკვაძე შეცვლის?

ლევან ყიფიანს არჩილ თალაკვაძე შეცვლის?

პარლამენტში კულუარებში უკვე საუბრობენ სპორტის ახალი მინისტრის კანდიდატურაზე. როგორც მედიით ვრცელდება ინფორმაცია, ლევან ყიფიანს არჩილ თალაკვაძე შეცვლის. ინფორმაციას ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არავინ ადასტურებს. არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ამ ეტაპზე ასევე უცნობია ვინ გახდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი.

წყარო: „პირველირადიო“

29-04-2015, 18:19
უკან დაბრუნება